Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ინტერვენციის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
Reuters-ი წერს, რომ ბლოკის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოსკოვმა მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა.
სანქციები 2021 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. ევროკავშირის ლიდერები საკითხის შემდგომ განხილვას ივნისში გეგმავენ.