ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, კოვიდსაშვი მეტროსა და ავტობუსებშიც ამოქმედდება

"მწვანე პასპორტი" არის აბსოლუტურად ამორტიზირებული და თავიდანვე არასწორი ჩანაფიქრი", - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუბეგოვმა, "რუსთავი 2-თან" ინტერვიუში განაცხადა.

- სწორად მოხდა, თუ არა პრიორიტეტების განსაზღვრა "მწვანე პასპორტების" შემთხვევაში?

​- "მწვანე პასპორტის ფუნქცია, რა თქმა უნდა, მარტო რესტორანში შესვლა-გამოსვლა არ უნდა იყოს, ამიტომ ამას ლოჯისტიკური დახმარება სჭირდება, რომ სპეციალური აპარატები დამონტაჟდეს საქალაქო ტრანსპორტში, ან მეტროს შესასვლელებში. ეს მომავალში რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს. ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი ეს იგეგმება, ოღონდ დროში სწრაფად ვერ იქნება. მისი აღსრულება უნდა მოხდეს, ის არ უნდა იყოს, როგორც გვაქვს ბევრი რეგულაცია და არ ხდება მისი აღსრულება".

- რა სეგმენტში უნდა გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო?

- "სავალდებულო ვაქცინაცია მსოფლიოში არ არის და ჩვენთანაც ვერ იქნება, თუმცა რაღაც სეგმენტებში ჩვენ, ექიმები ამას მხარს ვუჭერთ, მაგალითად სამედიცინო ნაწილში და თუნდაც 65 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებში, როგორც ეს თუნდაც საფრანგეთმა გააკეთა".

- ეთანხმებით, თუ არა არსებულ რეგულაციებს, გაქვთ თუ არა, რაიმე რეკომენდაცია ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტროსთან?

- "მთავარი აქცენტი არსებული რეგულაციების აღსრულებაზე უნდა გაკეთდეს, ვიდრე ახალი რეგულაციების შემოღებაზე. ამიტომ, რაც არის ნეტავ ის აღსრულდეს, ამას ვისურვებდით. ერთადერთი გამოსავალი კი ამ ეტაპზე ვაქცინაციის მაქსიმალური წახალისებაა,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.