ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა. ნახშირის მასის ჩამოშლის შედეგად, ნანგრევებში სავარაუდოდ, 2 ადამიანია მოყოლილი.
ამ ეტაპზე, ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ამოიყვანონ.