ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 64 წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და ტყიბულის კლინიკაში გადაჰყავთ.
სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა, რომელიც ასევე მიწის მასის ქვეშ არის მოყოლილი.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, ღია მოპოვების კარიერში, მიწის მასა რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა, სადაც 2 მუშა მოიყოლა.