ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია „ვიასნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 80 დემონსტრანტი მინსკში დააკავეს, 47 კი - სხვადასხვა რეგიონში.
ცნობისათვის, 9 აგვისტოს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ალექსანდრე ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება გუშინ ბელარუსში ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა.