ტყიბულში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში კაცის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი უკვე ამოსვენებულია კარიერიდან და ადგილზე სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.
რამდენიმე საათის წინ ამავე კარიერში მაშველებმა მოახერხეს მიწის მასის ჩამოშლის შედეგად მოყოლილი მეორე მოქალაქის კონტაქტურ მდგომარეობაში პოვნა და მისი უსაფრთხო ადგილზე ამოყვანა.
კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.