ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3333 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5052 პაციენტი, გარდაიცვალა 56.
საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთი გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 617, ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 254, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.