ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდი მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
„დინამო თბილისმა“ ჩემპიონის ტიტული დაკარგა და ახალ ევროსეზონში კონფერენს ლიგაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.
ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „დინამო თბილისი“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიასთან“ 0:0 ითამაშა.
35 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 67 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, ბათუმის „დინამოს“ (71) ვეღარ დაეწევა.