ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა რეგიონული საკითხები განიხილეს

„რეგიონული საკითხები უნდა მოაგვარონ რეგიონის ქვეყნებმა და უცხოელ აქტორთა არყოფნა და ჩარევა კი არ დაეხმარება პრობლემების მოგვარებას, არამედ გაართულებს სიტუაციას“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა აშხაბადში თურქ კოლეგასთან რეჯეპ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა.

რაისის თქმით, ირანსა და თურქეთს შეუძლიათ, გააძლიერონ ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები, რამაც სტრატეგიულ დონეს უნდა მიაღწიოს.

„ჩვენ უნდა შევიტანოთ წვლილი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში და ამ კონტექსტში უსაფრთხო იქნება სპეციალური ტარიფების განხილვა“, - აღნიშნა რაისმა.

ირანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანთან და თურქეთთან ირანის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ საერთო კულტურის, იდეოლოგიის თვალსაზრისით და უნდა იზრუნონ, რომ ურთიერთობა და თანამშრომლობა მაქსიმალურად მჭიდრო იყოს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ავღანეთში, სირიასა და ერაყში არსებული ვითარება.

თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთისთვისაც აუცილებელია ირანთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განვითარება, გაძლიერება და რომ ორ ქვეყანას შეუძლია პროგრესის მიღწევა ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკურ სექტორში. მან აშშ დაადანაშაულა რეგიონში ყველა ტერორისტული ჯგუფის წვრთნასა და შეიარაღებაში, მათ შორის ISIS-ისა და PKK-ის ჩათვლით.