დმანისთან ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დმანისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მანქანა შეეჯახა, ოთხივე გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.