პერუს ჩრდილოეთით 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. Reuters-ის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ბარანკა-დე-უპიადან 40 კილომეტრში დაფიქსირდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოთხსაუკუნოვან ეკლესიაში 14 მეტრიანი კოშკი ჩამოინგრა. უძველესი კათოლიკური აკლესიის ნანგრევების ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ბიძგები იგრძნობოდა ეკვადორსა და კოლუმბიაში.