ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ 2020 წლის „წლის ადამიანად“ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაასახელა.
ჟურნალის „წლის ადამიანის“ წოდების მოპოვებისთვის კონკურსში ფინალისტებს შორის ასევე იყო მოქმედი პრეზიდენტი“დონალდ ტრამპი, რომელიც გამოცემამ „წლის ადამიანად“ 2016 წელს დაასახელა.
ასევე, ფინალისტებს შორის იყვნენ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან. სიაში იყვნენ, მინეაპოლისში, მაისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ანტირასისტული მოძრაობის წევრებიც.
„თაიმი“ წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს. გასულ წელ საპატიო ტიტული გარემოს დამცველმა ახალგაზრდა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მოიპოვა.