ყირგიზეთში 28 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. პარლამენტში ექვსი პარტია შევა. მთავრობის მომხრე სამმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, კიდევ სამმა კი ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა. ამომრჩეველთა აქტივობამ 32% შეადგინა.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 15 პირი დააკავეს კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით.
90-ადგილიან, ერთპალატიან პარლამენტში მანდატი 21 პარტიას და ასობით რეგიონულ კანდიდატს სურს.