კაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა. ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტყიბულში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში 2 ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.