თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული.

სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.