აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ თუ აშშ-ში ვაქცინას ყველა გაიკეთებს, ქვეყანა 2021 წლის ზაფხულზე ან შემოდგომაზე, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
როგორც მან "სიენენთან" საუბარში აღნიშნა, ამ შემთხვევაში შემოდგომაზე სკოლები ისევ გაიხსნება და ინფიცირების რისკები ძალიან დაბალი იქნება.
„ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას და რამდენად სწრაფად. თუ უხარვეზო ვაქცინაციის პროგრამა გვექნება და ვაქცინას ყველა დროულად გაიკეთებს, ნორმალურ ცხოვრებას ნაწილობრივ სავარაუდოდ ზაფხულისთვის, ხოლო შემოდგომაზე დანამდვილებით დავუბრუნდებით“, - განაცხადა აშშ-ს მთავარმა ეპიდემიოლოგმა.