თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აქციას მართავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და პარტიის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის მანქანა მიიყვანა. ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული.

"ისტორიული უსამართლობა, რომელსაც ახლა თვალყურს ვადევნებთ, აუცილებლად დასრულდება და თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ეს ისტორიული აბსურდია და მალე დასრულდება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უკვე მი­იყ­ვა­ნეს. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ეს­კორ­ტის თან­ხლე­ბით გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლი­დან ცოტა ხნის წინ გა­მო­ვი­და, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მი­ვი­და.