მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ექსპრეზიდენტი სხდომას ესწრება. პირველი კადრები ადვოკატებმა გაავრცელეს, როდესაც Facebook-ზე პირდაპირი ჩართეს. მოგვიანებით მოსამართლემ დაცვის მხარეს ლაივის გათიშვა სხდომა და ახლა პროცესზე შუამდგომლობა განიხილება, რომლის მიხედვითაც ადვოკატებმა დარბაზში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეშვება და პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემა მოითხოვეს.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია ტარდება, დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის. მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ წიწაკის სპრეიც გამოიყენა.

შსს-მ კი თავის მხრივ, განცხადება და მოწოდება გაავრცელა აქციია მონაწილეთა მიმართ.