მიხეილ სააკაშვილი: პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო

"ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო და ახლა ეს მეც მეხება. ბოდიშს ვუხდი, ყველას", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

"ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო და ახლა ეს მეც მეხება. ბოდიშს ვუხდი, ყველას ეს ვისაც შეეხო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და მეორეა დანაშაული. ვინც ჩქარობს, ის უშვებს შეცდომებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.