„სხდომაზე მაგვიანედება და გთხოვთ, გამატაროთ", - ასე მიმართა პარლამენტთან მყოფ სამართალდამცავებს მოქალაქემ, რომელმაც მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის დღეს, პროტესტი პერფორმანსით გამოხატა.
მოქალაქე ადგილზე ზებრის ფორმით მივიდა და პოლიციელებს უთხრა, რომ დეპუტატია და ბეიჯიც წარუდგინა.
„სხდომაზე მაგვიანედება და გთხოვთ, გამატაროთ. რეგისტრაცია დაწყებულია და სხომაზე შესვლა უნდა მოვასწრო. პარლამენტის დეპუტატი ვარ. პარლამენტში ჩემიანები მელოდებიან - 90 ზებრა უკვე იქაა“, - განაცხადა მოქალაქემ.