მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს ტერიტორიიდან ესკორტის თანხლებით გაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაიყვანეს. მხარდამჭერებმა ყოფილი პრეზიდენტი შეძახილებით გააცილეს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.