აშშ-ის ელჩი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაზე: თუ საფუძველი არსებოს დროული გამოძიება უნდა ჩატარდეს

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულის წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თუ საფუძველი არსებობს, დროული და სრულყოფილი გამოძიება უნდა ჩატარდეს.

მისი თქმით, ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები აქვს და გამოძიებამ მათ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„ძალიან, ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. საკრებულოს ახლად არჩეული წევრი, თავისი ხალხის სამსახურისთვის არჩეული, ჩანდა რომ პატიოსანი ადამიანი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა ნამდვილი ტრაგედია იყო. რა თქმა უნდა, თუ არსებობს რაიმე საფუძველი, უნდა ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება. ვფიქრობ ხალხი შეშფოთებულია, არსებობს შეკითხვები, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება დროულად, იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს რა მოხდა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან, ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.