დიდ ბრიტანეთში "ბუსტერ" დოზით მეორე დოზიდან სამ თვეში აიცრებიან

დიდ ბრიტანეთში კოვიდვაქცინის მეორე და მესამე დოზას შორის აცრის დრო 6 დან 3 თვემდე შეამცირეს.

ახალი გადაწყვეტილებების შესახებ BBC იტყობინება.

ამასთან, ბრიტანეთის ვაქცინაციის და იმუნიზაციის გაერთიანებულმა კომიტეტმა დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ დამატებით, ბუსტერ" დოზებით 18 დან 39 წლამდე ადამიანებიც აიცრებიან.

გარდა ამისა, 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე დოზით აცრა იქნება ხელმისაწვდომი.

იმუნოკომპრომეტირებულებს კი მე-4 დოზას შესთავაზებენ.