კორონავირუსის აფეთქებაა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომელიც გულრიფშის რაიონში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველის საიტზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 ნოემბრისთვის ინფიცირებულთა რიცხვმა 34-ს მიაღწია.
ამასთან, როგორც ირკვევა, გულრიფშის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კარანტინი ჯერ კიდევ 28 ოქტომბერს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.
ცნობისთვის, 2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 34 793 და გარდაცვალების 527 შემთხვევა.