"სააკაშვილის გამოსვლამ გაგვახსენა მარკესის ნაწარმოები "პატრიარქის შემოდგომა", - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში გააკეთა.
როგორც კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებას ახსოვს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულთა სია.
"გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა", - განაცხადა კობახიძემ.