ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში. წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველის“, - აღნიშნავს დენის შმიგალი.

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება.

დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრების ფორმატში შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან.