ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, რუსეთის კანონიერი ტერიტორიაა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი RIA-ზე დაყრდნობით.
„ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა, მაგრამ არ ცნო ნახევარკუნძული რუსულად მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ეს ტერიტორია დაიპყრო. ანექსიას დასავლეთის მიერ დაგმობა და სანქციები მოჰყვა. მსოფლიოში ქვეყნების დიდი უმრავლესობა აგრძელებს ყირიმის უკრაინის ტერიტორიად აღიარებას. კიევს მისი დაბრუნება სურს“, - წერს ბრიტანული სააგენტო.
2021 წლის 9 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, როცა „უკანასკნელი რუსი ოლიგარქი“ დაიწყებს იქ ტვირთის მიწოდებას.