შარლ მიშელი: საქართველოში უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად, სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით

ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა შეიქმნას მეტი თანამშრომლობა პარტნიორებს შორის - სამი ასოცირებული პარტნიორის ჩათვლით, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოში ჩვენ უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად და სანდოდ, ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ კავშირს ამ საკვანძო სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც.

ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა უნდა გაუმკლავდეს ჩვენი დროის უნიკალურ გამოწვევებს - ყველაზე მეტად კლიმატის ცვლილებას. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს - მათ შორის უფრო ღრმა სექტორული და რეგიონული თანამშრომლობის გზით. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა შეიქმნას მეტი თანამშრომლობა პარტნიორებს შორის - სამი ასოცირებული პარტნიორის ჩათვლით, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.