ლოს-ანჯელესში, მთავარი სატელევიზიო პრემიით - „ემი“ დაჯილდოების 72-ე ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო დრამატულ სერიალად ამერიკული Succession (მემკვიდრეები) აღიარეს, რომელიც მაყურებელს მედია-იმპერიის მფლობელ ოჯახზე უამბობს.
საუკეთესო კომედიური სერიალისთვის „ემი" კანადურმა Schitt's Creek-მა მიიღო. სერიალი მდიდარ ოჯახზეა, რომელიც ქონების დაკარგვის შემდეგ საცხოვრებლად პატარა ქალაქის მოტელში გადადის.
კორონავირუსის პანდემიის გამო, „ემით“ დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ჩატარდა.