ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ მარია სასოლი ასოცირებული ტრიოს ფორმატში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
დევიდ მარია სასოლის თქმით, ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან მათი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრემიერ-მინისტრებთან. თქვენი ქვეყნები წარმოადგენენ ევროპის, ჩვენი საერთო ისტორიის და საზიარო მომავლის არსებით ნაწილს. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან თქვენი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას“,- წერს დევიდ მარია სასოლი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.