აშშ-ის სახელმწიფო მდივანბი ენტონი ბლინკენი აფრთხილებს რუსეთს, რომ „ახალ აგრესიას“ უკრაინის მიმართ სერიოზული შედეგი ექნება. აშშ-ის პირველმა დიპლომატმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო უკრაინის საზღვართან.
„რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ესკალაცია დიდ შეშფოთებას გამოიწვევს შეერთებული შტატებისთვის... და ნებისმიერ ახალ აგრესიას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს“, - განაცხადა ბლინკენმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რიგაში, სადაც NATO-ს მინისტერიალზე იმყოფება.
განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება და NATO-ს პოტენციალის გაძლიერება ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.