დეპუტატი აცხადებს, რომ ქვეყნის სოციალურ პრობლემებს ჯერ არ იცნობს, რადგან პარლამენტში მისი პირველი დღეა

პიანისტი და ახლა უკვე "ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტში, ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ქვეყნის სოციალურ პრობლემებს ჯერ არ იცნობს,რ ადგან მისთვის პარლამენტში პირველი დღეა.

ამის შესახებ მან კითხვაზე, რა სოციალური გამოწვევების წინ დგას ქვეყანა, განაცხადა.

"პირველი დღეა, რაც მე საკანონმდებლო ორგანოში შემოვაბიჯე, ამიტომ კომპეტენტური ვერა ვარ. საქართველო რომ ეკონომიურად არაა მძლავრი ქვეყანა, ყველამ ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში და ბევრი ამაზე ცუდად ცხოვრობს. ჩემი გამოცდილებით რასაც ვხედავ, ხშირად ისეთი რიგია სუპერმარკეტში, ფულს ვერ ვიხდი. ვფიქრობ, აბა ვინ არის ეს ხალხი, ქართველები არ არიან?!", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი, დღეს პირველად შეიკრიბა.