ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა.
მისივე თქმით, ბუსტერდოზების შემთხვევაში, მაჩვენებელი მაღალი არაა.
„კარგია, რომ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. გუშინწინ 14 ათასიც კი იყო და გუშინ - 11 ათასზე ოდნავ მეტი. ბუნებრივია, ეს იმედისმომცემია. 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაცია გააქტიურებულია. როგორც ჩანს, ძალიან დადებითი შედეგი მოჰყვა ფინანსური წახალისების სქემას, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. მაგალითად, თუ 7 ნოემბერს, 60 წლის ზემოთ ასაკის 156 პირი აიცრა, 8 ნოემბერს, უკვე 1000-ს გაადაჭარბა მაჩვენებელმა. დღეს, 3-4 ათასი იცრება ყოველდღე, რაც ძალიან კარგია. „მწვანე საშვი“ და ფინანსური წახალისება - ესაა მაჩვენებლის მატების ორი მიზეზი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 999-მა ადამიანმა გაიკეთა.