დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში შესაძლებელია, რომ „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევა გამოვლინდეს.
გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, მუშაობს თუ არა „ომიკრონის“ შტამზე ის ვაქცინები, რომლებიც აქამდე შეიქმნა.
„ჩვენთან მიმდინარეობს დაკვირვება სხვადასხვა შტამებზე, ერთი არის პისიარტესტები, გვაქვს უკვე სპეციფიკური ტესტები. შემდეგი არის სეკვენირება. ჯერ „ომიკრონი“ არ გამოჩენილა. კონტაქტი გვაქვს ჩვენს ორ ძირითად პარტნიორთან, ესენია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი ლაბორატორიული სამსახური და ბუნდესვერის ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი, რომლებიც ვფიქრობ, მალე მოგვაწვდიან პისიარტესტებს. ჩვენს ლაბორატორიებს გუშინაც დაეგზავნათ პროტოკოლი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეჭვი მიიტანონ „ომიკრონზე“, რათა ეს ნიმუშები გამოგზავნონ ლუგარში, ჩატარდეს სეკვენირება და დადგინდეს არის თუ არა „ომიკრონი“. ამის საშუალება დღეს არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.