ამირან გამყრელიძე: 12-15 წლის ასაკის მოსახლეობიდან, მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 2 027, ხოლო 16-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 11 215

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 12-15 წლის ასაკის მოსახლეობიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 2 027, ხოლო 16-17 წლის ასაკის 11 215 მოქალაქე.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, არსებობს საშიშროება, რომ ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელება უფრო მეტად იყოს ახალგაზრდებში.

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს 50-60 წლის მოსახლეობის აცრაზე. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ მოსახლეობაზე, 10% - 50-დან 60 წლამდე მოსახლეობაში, 5% კი მოდის დაბლა ასაკზე, მაგრამ დაბლა ასაკი გამავრცელებელია. 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია დავიწყეთ. დღევანდელი მდგომარეობით ამ ასაკის 2 027-ია აცრილი, ხოლო სრულად 122. 16-17 წლის მოზარდებში შედარებით მეტია - აცრილია 11 215 მოზარდი, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამ მხრივ განსაკუთრებით „ომიკრონის“ ცირკულაციასთან დაკავშირებით საშიშროებაა, რომ ახალგაზრდა ადამიანებში მეტი გავრცელება იყოს. ახალგაზრდა ასაკი აზიანებს ხანდაზმულებს და ხანდაზმულებში გამოსავალი რთულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.