უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა, ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაფარა.
ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა."აკვაპარკი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.
ამასთან, ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები.სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება.