აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" გამოვლინდა. პირველი შემთხვევა კალიფორნიაში დადასტურდა. ამის შესახებ AP ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

მეცნიერები ამ შტამს, რომლის წყაროდ თავდაპირველად სამხრეთ აფრიკა დასახელდა, ჯერ კიდევ იკვლევენ. მედიაში ცნობები უკვე გავრცელდა, რომ "ომიკრონი" ევროპაში, კერძოდ, ნიდერლანდებში დაფიქსირდა, ვიდრე ამის შესახებ სამხრეთ აფრიკა გაავრცელებდა ინფორმაციას.

საპასუხოდ, როგ ქვეყნებთან ერთად, ბაიდენის ადმინისტრაციამაც დააწესა შეზღუდვები სამხრეთ აფრიკიდან ფრენებზე. ეს ზომა ძალაში 29 ნოემბრიდან შევიდა.