მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასასწრებად გორიდან უკვე წამოიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მის საქმეზე ჩანიშნულ პროცესზე დასასწრებად გორიდან უკვე წამოიყვანეს.

ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.

„ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ბრალდების მხარისთვის“,- აცხადებს შოთა თუთბერიძე.