მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა.

„ბინძურო მატყუარავ, ბინძურო მატყუარავ“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ პროკურორს.

პროცესზე ხმაური 26 მაისის თემამ გამოიწვია. ადვოკატების განცხადებით, პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მათთვის გაუგებარია, რატომ ახსენა მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა.