"სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ამ ხარჯების დიდი ნაწილი, მესამედი, მეოთხედი მისია. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სახელმწიფო თანხები მისი პრეზიდენტობისას გამოიყენეს, ასევე სანდრას სასწრაფო ოპერაციისთვის, რომელიც ონკოლოგიური პრობლემის გამო გადაუდებლად იყო გასაკეთებელი და ეს თანხები, სხვა მსგავსი ხარჯებისგან განსხვავებით, პროკურატურამ ფლანგვად არ მიიჩნია.
"ოღონდ, სანამ სანდრას გაასამართლებთ, გაითვალისწინეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონის ევროს გრანტები სამედიცინო სერვისებისთვის. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი საქართველოში, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით მკვეთრად გაუმჯობესდა ჯანდაცვის სისტემები ციხეში, დაწყებული ტუბერკულიოზით, ყველა ციხის ექიმი გეტყვით ამას", - განაცხადა სააკაშვილმა.