"ბიბისის" ინფორმაციით, საბერძნეთში საშობაოდ ეკლესიები გაიხსნება, ხოლო კარანტინის პერიოდი შემცირდება.
როგორც გამოცემა წერს, 18 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ქვეყანაში შესულ მგზავრებს კარანტინში ყოფნა სამი დღის განმავლობაში მოუწევთ. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკლესიები შობის დღესასწაულისთვის ისევ გაიხსნება, თუმცა 13 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კომენდანტის საათის იქნება ძალაში.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 121 253 შემთხვევა, მათ შორის 3 370 პაციენტი გარდაიცვალა.