რაც გავიგეთ არის ის, რომ სააკაშვილს უნდა სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მას სურს საკუთარი დანაშაულები თანაგუნდელებს და ოჯახის წევრებს გადააბრალოს.
"ერთი რაც გავიგეთ, არის ის, რომ უნდა სანდრას დაჭერა და მისი გათავისუფლება. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის.რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ, ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება. გარდა ამისა, გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულებისა, რომელიც რეალურად აქვს მას ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ეკუთვნის შესაბამისი სასჯელი", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს სანდრა რულოვსის შესახებაც ისაუბრა.
"სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ამ ხარჯების დიდი ნაწილი, მესამედი, მეოთხედი მისია. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. ოღონდ, სანამ სანდრას გაასამართლებთ, გაითვალისწინეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონის ევროს გრანტები სამედიცინო სერვისებისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.