„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ თურქეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, რაც თურქეთის მიერ რუსეთისგან „С-400“-ს შესყიდვასთანაა დაკავშირებული.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი ზომების პაკეტს, სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს რეკომენდაციით. თუმცა, სააგენტოს წყარო არ ასახელებს, რა იგულისხმება სანქციებში.
მანამდე კი სააგენტო „როიტერსი“ წერდა, რომ სანქციები, შესაძლოა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვითი შესყიდვების უმაღლესი სააგენტოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესდეს.