Novavax Inc-მა (NVAX.O) განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალი წლის იანვარში Omicron-ის ვარიანტზე მორგებული ვაქცინის კომერციული წარმოება დაიწყოს, ამასთან, შეამოწმებს მუშაობს თუ არა მისი ამჟამინდელი ვაქცინა ამ ვარიანტის წინააღმდეგ.
უახლოეს კვირებში მოსალოდნელი ლაბორატორიული მონაცემები აჩვენებს, შეუძლიათ თუ არა არსებული ვაქცინის გაკეთების შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს გაანეიტრალონ ახალი ვარიანტი.
ვაქცინის სხვა მწარმოებლებმა, მათ შორის Moderna (MRNA.O) და Pfizer (PFE.N) ასევე დაიწყეს მუშაობა კორონავირუსის ახალ შტამზე მორგებულ ვაქცინებზე.