გერმანიაში, რესტორნებში, კინოთეატრებში, დასასვენებელ ობიექტებსა და ბევრ მაღაზიაში მხოლოდ მათ შეუშვებენ, ვინც აცრილია ან ახლახან გამოჯანმრთელდა.
2022 წლის თებერვლიდან გერმანიაში ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.
ოფიციალურმა პირებმა მხარი დაუჭირეს სავალდებულო ვაქცინაციის გეგმას და განაცხადეს, რომ პარლამენტის ქვედა პალატა მას მალე კენჭს უყრის. შოლცი ელის, რომ ეს ღონისძიება განხორციელდება. თავის მხრივ, მერკელმა, რომელიც ტოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას, აღნიშნა, რომ ხმას მისცემდა ასეთ ინიციატივას ბუნდესტაგში.