საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ესტონეთმა ქართული სერტიფიკატები აღიარა და ხელი მოეწერა საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთაღიარების მემორანდუმს.
სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის შემდეგ 2020 წელს მესამე წევრი ქვეყნის დასაქმების ბაზარი გაეხსნა ქართველ მეზღვაურებს.
„ქართულ სერტიფიკატებს მსოფლიოს 54 ქვეყანა და მათ შორის უკვე ევროკავშირის წევრი 20 სახელმწიფო აღიარებს. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 80 პროცენტზე მეტი დაცურავს“, - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.