სოხუმში სროლის შემდეგ დაკავებულია ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის მოადგილე დათო ქაჯაია დააკავეს, სოხუმში მომხდარი სროლის შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ აცნობა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ.

ამასთან,ინციდენტი 2 დეკემბერს, ღამით მოხდა სოხუმის ახალ მიკრორაიონში. აგრბას თანახმად, სროლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელსაც ჰისპიტალიზაცია არ დასჭირდა.

გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივი სამართალდამცავები სოხუმელი ანჟელა ბრანძიას სახლში მივიდნენ ჩხრეკის ჩასატარებლად.