გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა

„ბიბისის“ ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა, ცვლილება კი ძალაში შემდეგი კვირიდან შევა.

ცვლილებები „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებული პირების კონტაქტებს, ასევე, სხვა ქვეყნებიდან შესულ მგზავრებს შეეხებათ.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, თვითიზოლაციის დღეების რაოდენობის შემცირება საფრთხეს არ გამოიწვევს.