ბათუმში, COVID19-ით 25 წლის, ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

ბათუმში COVID19-ით 25 წლის, ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსით ინფიცირებულ ორსულს ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდნენ, შემდეგ ის ოჯახმა თურქეთში გადაიყვანა, სადაც საკეისრო კვეთის შემდეგ, ქალი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ახალშობილი გადარჩა.