2 დეკემბერს 11 699 ადამიანი აიცრა

3 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 211 839 აცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 183 932 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 41.7%.

სრულად ვაქცინირებულია 1 009 992 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.24%

ამასთან, 2 დეკემბერს აიცრა 11 699 ადამიანი.